დღეს, 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრსა და GIZ-ის პროგრამა - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საჯარო ფინანსების მართვისა და საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობის მიმართულებით. მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო ფინანსების მართვის ინსტიტუციონალური მმართველობითი ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საერთო ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმზე ხელი მოაწერეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარია შეფერმა.
GIZ-ის პროგრამა - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით, 2017 წლის აპრილიდან 2029 წლის მარტამდე ხორციელდება. პროგრამის კომპონენტებია: შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება, საგადასახადო და საბაჟო სფეროები, სახელმწიფო შიდა საფინანსო კონტროლის სისტემები, გარე საფინანსო კონტროლი და საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობა.
