სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა ეუთო-ს საარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან 20 ოქტომბერი, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმდინარეობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მისიის ხელმძღვანელმა,  კორინ იონკერმა ხაზი გაუსვა სადამკვირვებლო მისიისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციის მნიშვნელობას და მადლობა გადაიხადა  განხორციელებული თანამშრომლობისთვის.