სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან 10 მაისი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  შშმ პირების  პროგრამებსა და სერვისებზე  სამუშაო შეხვედრა  გამართეს  სახალხო დამცველის აპარატისა და შშმპ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს  იმ სახელმწიფო პროგრამებზე , რომლებსაც  შშმ პირებისათვის ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა. სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ პროგრამების  ეფექტიანობის და შესაბამისობის  აუდიტის ჩატარების   წინადადებით მიმართეს.

შეხვედრა სახალხო დამცველის  აპარატის ინიციატივით გაიმართა და მას  სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე, აპარატის თანამშრომლები,სახალხო დამცველთან არსებული შშმპ-თა საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კი  გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და შესაბამისი თემატური დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.