სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 05 ივნისი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი აღრიცხვა-ანგარიშგების ნაკლოვანებები და მათ   აღმოსაფხვრელად  აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების  შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც  პრეზენტაციის სახით დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ კირტავამ წარადგინა.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტი რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს პერიოდულად მართავს, რომლის  მიზანი საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესება,  მუნიციპალიტეტებში დარღვევა-ნაკლოვანებების პრევენცია და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაა.