დღეს 3 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც ქართველ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული ადამიანური რესურსების მართვის სამოქმედო სტრატეგიული გეგმის იმპლემენტაციისათვის შემუშავებული პოლიტიკის განხილვა და შვედური მხარის გამოცდილების გაზიარება.
სამუშაო შეხვედრები, რომელიც 6 ივლისამდე გაგრძელდება, საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
