სახელმწიფო აუდიტის სამსახური

23 იანვარი, 2017
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი

 

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს  „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  2014-2015 წლის  შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

საზოგადოების მიერ  42 038 ლარი პრემია გაცემულია იმ თანამშრომლებზე, რომლებზეც შინაგანაწესის დარღვევისათვის გამოყენებულია დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები შენიშვნა, საყვედური და სასტიკი საყვედური;

საზოგადოების მიერ 15 659 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვა, ნაცვლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა, განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ავტონაწილებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების სატენდერო წინადადების შესაბამისად მიწოდება და გადახდილი ფასის საბაზრო/სავაჭრო ფასთან შესაბამისობა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდება; 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, არგუმენტირებული მტკიცებულების გარეშეა შემცირებული  მისაწოდებელი ნაწილების რაოდენობა და ღირებულება;

ავტონაწილების ხარჯვასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკურად გამართულობის შესახებ  დოკუმენტში, ავტონაწილების დამონტაჟების აქტებში და GPR მომსახურების ინფორმაციაში ასახული მონაცემების ურთიერთშესაბამისობა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდება.

გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა აუდიტის ანგარიში და გაიცა  შესაბამისი რეკომენდაციები.