სახელმწიფო აუდიტის სამსახური

09 ოქტომბერი, 2017
შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს  „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 2015-2016  წლების შესაბამისობის აუდიტი,  აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • სახელმწიფო შესყიდვების წარმოებისას ფიქსირდება პრეტენდენტთა მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტები. არ ტარდებოდა ბაზრის კვლევა და  ვერ დასტურდება სატენდერო მოთხოვნებთან მიწოდებული საქონლის შესაბამისობის მდგომარეობა; 
  • აუდიტის პერიოდში ფიქსირდება პაციენტთა მხრიდან „C“  ჰეპატიტის მართვის  პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ზედმეტად გადახდისა და თანადაფინანსების კომპონენტის გამოუყენებლობის  ფაქტები, რაც უარყოფითად მოქმედებს მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე; 
  • აუდიტის პერიოდში ფიქსირდება ცენტრში დასაქმებულთა შრომის არათანაბარი და არაობიექტური გარემო პირობები, რამაც დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება და შედეგად საფინანსო მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება განაპირობა;
  • წარმოდგენილი მასალების ანლიზიდან გამომდინარე, აუდიტის პერიოდში, არასწორი სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის, მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის არასწორი და არასრული წარმოებისათვის, მუშაკთა უსაფუძვლო გათავისუფლებისათვის დაკისრებული გადასახდელების გათვალისწინებით, ცენტრის 2015-2016 წლების  ფინანსური შედეგი 280,5 ათასი ლარით გაუარესდა. 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა აუდიტის ანგარიში და აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.