საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია ჩეხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ორი ექსპერტი, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
შეხვედრების მიზანია კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, აგრეთვე პერსონალის სამუშაო აღწერილობებისა და შეფასების სისტემის შემუშავება.
აღნიშნული ღონისძიება UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) პროექტის ფარგლებში ხორციელდება და 19 მაისამდე გაგრძელდება.