საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) ექსპერტი იანოკე ნილსონი ეწვია. შვედი კოლეგა პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს თემაზე: "ხარისხის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა".
აღნიშნული ღონისძიება პროექტის, "ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის", ფარგლებში იმართება.
შეხვედრები 12 მაისამდე გაგრძელდება.