სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოში ხე-ტყის დამუშავების კომერციულ სექტორში არსებული მგდომარეობა, რაც უკავშრდება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემას, ლიცენზიის პირობების ჩამოყალიბებას და სალიცენზიო ფართობის სახელმწიფო კონტროლს.
ხე-ტყის კომერციული რესურსის მოხმარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიაა, რომელიც გაიცემა ღია, საჯარო აუქციონზე. აუქციონის ოქმებისანალიზითგამოვლინდა, რომ ტყით სარგებლობის ლიცენზიების აუქციონები არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ხოლოარაკონკურენტულ გარემოში გასხვისებული ლიცენზიებიდან მიღბული სახელმწიფო სარგებელი დაბალია.
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის დამადასტურებელ საბუთში ტყით სარგებლობის ლიცენზიის პირობები განსაზღვრული არ არის. ლიცენზიაში მითითებული ჩანაწერი ზოგადი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების სრულად გაცნობიერებას. ლიცენზიებში პირობების განუსაზღვრელობის პარალელურად, 2008 – 2012 წლებში ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში აქტიურად შედიოდა ცვლილებები რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზოგიერთი ცვლილების მორგება ხდებოდა კერძო კომპანიებზე.
ლიცენზიის გაცემის შემდეგ ლიცენზიანტი ამზადებს ტყითსარგებლობის გეგმას. აუდიტით გამოვლინდა, რომ ტყითსარგებლობისგეგმებშიარარისჩამოყალიბებულიკონკრეტულიღონისძიებები.
სახელმწიფოს მხრიდან სალიცენზიო ფართობის კონტროლის გაუმჯობესების მიუხედავად კონტროლის მექანიზმები არ ატარებს პრევენციულ ხასიათს,არ ხდება რისკის შეფასება და მის საფუძველზე შერჩეულილიცენზიანტების ყოველწლიური შემოწმება.ასევე აღსანიშნავია, რომ მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც შეძლებს საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიანტის საქმიანობის დროებით შეჩერებასდა აირიდებს განმეორებით დარღვევებს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.