საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ობიექტების აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და ნაკლოვანებები:
1. სამედიცინო მომსახურებათა ღირებულების გამჭვირვალე გაანგარიშების არარსებობა:
- სამედიცინო ტარიფები ეფუძნება დაუსაბუთებელ ისტორიულ სტატისტიკას
2. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების არაჯეროვანი ფინანსური მართვა:
- პროგრამული საბიუჯეტო თანხების არასწორად ანაზღაურება;
- პაციენტთა მომსახურების არამართლზომიერად ანაზღაურება;
- პაციენტთათვის გაწეულ მომსახურებათა არასწორი აღრიცხვიანობა;
3. სახელმწიფო ქონების არაეფექტიანად მართვა:
- მოიჯარეები დროულად არ იხდიან საიჯარო ქირას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება;
- საიჯარო ფართები გაცემულია არასაბაზრო ფასებით;
4. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების დარღვევა:
- ფიქტიური კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვებში;
- მიმწოდებლები საავადმყოფოებს ჯეროვნად და დროულად არ აწვდიან შესყიდულ საქონელს/მომსახურებას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებების ფინანსური მართვის გასაუმჯობესებლად საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას უწევს, დაუყოვნებლივ განახორციელოს მათი პრივატიზაცია.
იხ. ტელესიუჟეტები