EUROSAI-მ საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფების სამუშაო ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა გამართა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოფიო დვალიშვილი წარმოადგენდა.
ონლაინ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო EUROSAI-ის სამუშაო ჯგუფის წევრი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტებისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს 30-ზე მეტმა დელეგატმა.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაფასეს სამუშაო ჯგუფის მონაწილე ქვეყნებში ჩატარებული საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფების პრევენციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშების შედეგები, ასევე განიხილეს აღნიშნული მიმართულებით ახალი პარალელური აუდიტების ჩატარების შესაძლებლობა, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ ჯგუფის ფარგლებში უკვე ჩაატარა ეფექტიანობის პარალელური აუდიტი წყალდიდობებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) შესახებ.
EUROSAI-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფების სამუშაო ჯგუფი რიგით მე-8 შეხვედრას გაზაფხულზე გამართავს და 2022 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმას განიხილავს.
