სახელმწიფო აუდიტის სამსახური

IDI-ს ორგანიზებით აუდიტორებმა pICTure ინიციატივის შესახებ იმსჯელეს 01 დეკემბერი, 2023

საქართველოს, საფრანგეთის, ნიდერლანდების, თურქეთის, ბრაზილიის, ბუტანის, ნეპალისა და მადაგასკარის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს INTOSAI IDI-მ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ახალი ინიციატივა (pICTure) გააცნო, რომელიც უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მმართველობის გაძლიერებას ემსახურება. 

pICTure  ინიციატივის მიზანია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე (ICT) დაფუძნებული სერვისების/პროდუქტების დანერგვა და დიზაინერული მიდგომის გამოყენება სამუშაო პროცესებში.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის ბიუჯეტის მთავარი ანალიტიკოსი ნინო ფრუიძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ციფრული პლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“ წარუდგინა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება გაუზიარა. 

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხვადასხვა პროფილის ექსპერტებთან ერთად ICT ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე, დიზაინერული მიდგომების არსზე, სარგებელსა და რისკებზე იმსჯელეს.