სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI-მ  დიდი მონაცემების (Big Data) სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გამართა 01 ოქტომბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ის დიდი მონაცემების სამუშაო ჯგუფის (Working Group on Big Data - WGBD) 2021 წლის რიგით მეხუთე, წლიურ შეხვედრაში. შეხვედრის მთავარი თემა იყო ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტებისთვის დიდი მონაცემების მოპოვება, ხარისხის კონტროლი, დამუშავება და ანალიზი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამუშაო ჯგუფს 2019 წელს შეუერთდა და აქტიურად არის ჩართული დიდი მონაცემების ანალიზის მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო სტანდარტების დახვეწასა და დამუშავებაში. სამუშაო ჯგუფი INTOSAI-ს სტრატეგიული გეგმის შესაბამისად 2017 წელს შეიქმნა. ჯგუფის მიზანია დიდი მონაცემების მიმართულებით უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, დიდი მონაცემების აუდიტის შესახებ ცოდნისა შეგროვება და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება.

შეხვედრას სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან დაესწრნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენლები: სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი ლაშა კელიხაშვილი და სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის ანალიტიკოსი ქეთევან კახიძე.