სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI-ს დონორებთან თანამშრომლობის მმართველმა კომიტეტმა მე-14 ონლაინ შეხვედრა გამართა 20 სექტემბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ს განვითარების ინიციატივის (IDI) მიერ ორგანიზებულ INTOSAI-ს დონორებთან თანამშრომლობის მმართველი კომიტეტის მე-14 ონლაინ შეხვედრაში.

დონორებთან თანამშრომლობის მმართველი კომიტეტი წარმოადგენს INTOSAI-ს დონორთა თანამშრომლობის უმაღლეს ფორუმს, რომლის მიზანია აუდიტის სამსახურების სტრატეგიული მხარდაჭერა. სესიების ფარგლებში განიხილეს IDI-ს როლი აუდიტის სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებაში, შემდგომი მხარდაჭერა, კოორდინაციის განვითარება და მიმდინარე გამოწვევებზე რეაგირება.

შეხვედრის ფარგლებში IDI-ს წარმომადგენლებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების შეფასების 2020 წლის გლობალური ანგარიში, რომლის საფუძველზეც სამომავლო საერთო დახმარების პროექტები მზადდება.

შეხვედრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ესწრებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის და საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრები ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის სამსახურების მიერ დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაცვლას და სამომავლო ინიციატივებში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობას.