სახელმწიფო აუდიტის სამსახური

IntoSAINT სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 13 მარტი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ორგანიზებით დაიწყო ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის კეთილსინდისიერების გარემოს თვითშეფასებას INTOSAINT-ის (INTOSAI Self Assessment Integrity) მეთოდოლოგიით.

INTOSAINT წარმოადგენს თვითშეფასების ინსტრუმენტს, რომელიც უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციებს კეთილსინდისიერების პოლიტიკის მექანიზმების დანერგვასა და განვითარებაში ეხმარება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაეცნობიან კეთილსინდისიერების გარემოს თვითშეფასების მეთოდოლოგიას და შეფასების განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან.

სამუშაო შეხვედრის შედეგად, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც სამსახურის კეთილსინდისიერების რისკების მართვასა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას შეეხება.