IDI-ის ინიციატივის LOTA (Leveraging on Technological Advancement) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა თბილისში, პროექტის პირველი ეტაპის შედეგების შესაფასებლად და სამომავლოდ პროგრამის განახლებული დიზაინის განსასაზღვრად.
LOTA წარმოადგენს INTOSAI-ს განვითარების ინიციატივის (IDI) პროექტს, რომელიც ეხმარება უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს, არ ჩამორჩნენ ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას. ინიციატივა მოიცავს აუდიტის სამსახურებისთვის ტექნოლოგიური სტრატეგიის შემუშავებაში მხარდაჭერას და ახალი ტექნოლოგიების სფეროში (როგორებიცაა ბლოკჩეინი, დიდი მონაცემები, ღრუბლოვანი სერვისები, IoT და სხვა) აუდიტის ჩატარების შესაძლებლობის ზრდას.
IDI-მ შეიმუშავა ტექნოლოგიური კურიკულუმი, რომლის გავლის შემდეგ მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ საქმიანობაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, დასრულების ეტაპზეა LOTA-ს ფარგლებში მიმდინარე აუდიტი, ხოლო ტექნოლოგიურ სტრატეგიაზე მუშაობა გრძელდება.
IDI-ის ინიციატივის LOTA სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე და უფროსი აუდიტორი სალომე მანჯგალაძე წარმოადგენენ.


