საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) წარმომადგენლები ეწვივნენ. შვედი კოლეგები კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის სემინარს გამართავენ თემაზე: "უმაღლესი აუდიტორულიინსტიტუტების მენეჯმენტი".
აღნიშნული შეხვედრა პროექტის, "ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის", ფარგლებში იმართება. შვედი კოლეგების სტუმრობა 8 აპრილამდე გაგრძელდება.