Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2019-05-08 16:18:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის აუდიტის მეორე ეტაპს იწყებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის აუდიტის მეორე ეტაპს იწყებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის აუდიტის მეორე ეტაპს იწყებს

 

 სახელმწიფო აუდიტის სამსახური  მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP) მეორე წლის ეფექტიანობის აუდიტს იწყებს.

აუდიტი, პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დადასტურების მიზნით, შუალედური ფინანსური ანგარიშების (IFR) შემოწმებასთან ერთად, სხვადასხვა ტექნიკური საკითხის შესწავლას მოიცავს.    

აუდიტის პროცესში, აუდიტორებთან ერთად მაღალი კვალიფიკაციის მქონე, შესაბამისი დარგის ექსპერტები ჩაერთვებიან. 

„შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის“ (SRAMP) პროექტის მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლისა და გურიის მეორადი გზების რეაბილიტაციისა და მოვლის ხელშეწყობის მეშვეობით, გააუმჯობესოს გზის მომხმარებლისათვის სოციალური მომსახურება და ბაზრების ხელმისაწვდომობა და ასევე გააძლიეროს  ქვეყნის მეორადი გზების ქსელის მართვის შესაძლებლობები.

აუდიტი 2018 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

მსოფლიო ბანკის პროექტს - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP),    საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელ ტექნიკურ საკითხებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.  

„შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის“ (SRAMP) პროექტის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად გასულ წელს, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მომართვის საფუძველზე  ჩაატარა.

საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიო ბანკის პროექტის - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის“ (SRAMP) შეფასება და მიღწეული შედეგების დადასტურება ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი აუდიტის საშუალებით მსოფლიო ბანკისთვის მისაღები ტექნიკური დავალების პირობებით. 

 

  

უკან