Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2019-05-13 15:19:00

უკრაინელმა აუდიტორებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირება გაიარეს

უკრაინელმა  აუდიტორებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირება გაიარეს

უკრაინელმა აუდიტორებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირება გაიარეს

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირება გაიარეს უკრაინელმა აუდიტორებმა. სტაჟირების პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  მხარდაჭერით ხორციელდება.  

უკრაინელმა  აუდიტორებმა ლარისა სმაგამ და ვლადიმირ შევჩენკომ  ორი კვირის განმავლობაში  ეკონომიკური სფეროს, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტების სამუშაო პროცესებში მიიღეს მონაწილეობა.   

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა უკრაინელ კოლეგებს აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, აუდიტების მეთოდოლოგია, IT- აუდიტის სპეციფიკა და აუდიტის ობიექტებზე მუშაობის  პრაქტიკები გააცნეს.

უკრაინის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე შეხვდნენ.  

 

 

უკან