Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2019-05-15 13:19:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა, რომელსაც გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის საფუძველზე,  სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს,  მაგისტრანტებს და თანამშრომლებს  შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტრენინგ-კურსები და სემინარები საჯარო აუდიტის დარგში, ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა  სერტიფიცირების პროგრამაში, ასევე გაიარონ  სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემაში.

სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია შეხვედრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან.

ტრენინგ-კურსებსა და სასერტიფიკაციო პროგრამებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე სსიპ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ახორციელებს,რომელსაც   საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების ექსკლუზიური უფლება აქვს.

მემორანდუმის საფუძველზე  თსუ-ს პროფილური ფაკულტეტების  წარმომადგენლებს  საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შესაძლებლობა  ექნებათ  გაიარონ სასურველი სასწავლო  და სასერტიფიკაციო  კურსი.  სასერტიფიკაციო პროგრამების წარმატებით გავლის შემდეგ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი   საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელ  5-წლიან  სერტიფიკატს გასცემს.

თსუ უკვე მეთოთხმეტე უმაღლესი სასწავლებელია, რომელთანაც  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს.

 

 

 

 

უკან