სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 14 თებერვალი, 2020
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ავტოტრანსსერვისის“აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „ავტოტრანსსერვისის“ ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების აუდიტი

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გატანილი მოძრავი ქონების რეალიზაცია
საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გატანილი მოძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა პარტნიორისგან საწარმოს სხვადასხვა დროს გადაეცემოდა მოძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობით (ბიზნესპროექტებში). საწარმომ აღნიშნული ქონება გაყიდა საჯარო ელექტრონული აუქციონის გზით და მიღებული თანხები გამოიყენა არამიზნობრივად–მიმდინარე ხარჯების დასაფარავად. აღნიშნულის შედეგად,არამიზნობრივად გაწეული ხარჯი შეადგენს78,600ლარს.

ბიზნესპროცესები 
კანონმდებლობასა და საზოგადოების (საწარმოს) წესდებასთან შეუსაბამოდ ქონების იჯარით გაცემა 

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით  საზოგადოებას (საწარმოს) დაევალა სამინისტროს სარგებლობაში მიღებული უძრავი ქონების საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოვლა-შენახვა და კომუნალური გადასახადების გადახდა. საზოგადოება (საწარმო) ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის3 გარეშე სახელმწიფო ქონებას იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. კერძოდ, ქონებას იჯარით გასცემდა სხვადასხვა ფიზიკურ პირზე და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ იხდიდა ბიუჯეტში ქონებისსარგებლობაშიგადაცემის საფასურს.

კანონმდებლობასა და საზოგადოების (საწარმოს) წესდებასთან შეუსაბამოდ გარე აუდიტორის შერჩევა
საზოგადოების (საწარმოს) დირექტორმა პარტნიორის თანხმობის გარეშე დანიშნა გარე აუდიტორი, რითაც სამინისტროს მხრიდან არასათანადო კონტროლის პირობებში გადაამეტა საზოგადოების წესდებით5 განსაზღვრულ უფლებებს. საზოგადოების (საწარმოს) წესდების მოთხოვნის დარღვევით შპს „ავტოტრანსსერვისის“ დირექტორის მიერ გარე აუდიტორის დანიშვნით, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო, წარმოიშვა არაობიექტური აუდიტორული შემოწმებისა და დამოუკიდებელი აუდიტორის დასაქირავებელი თანხის არაეფექტიანად გახარჯვის რისკები. 

კანონმდებლობასა და საზოგადოების (საწარმოს) წესდებასთან შეუსაბამოდ მოკლევადიანი სესხის აღება
სხვადასხვა პერიოდში დირექტორი გასცემდა საზოგადოებისთვის (საწარმოსთვის) მოკლევადიან სესხებს, თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი: დირექტორსა და საწარმოს შორისდადებული სასესხოხელშეკრულება, სესხის სახით ფულადი სახსრების მოზიდვის აუცილებლობის და მიზნობრიობის დასაბუთება, პარტნიორის გადაწყვეტილება (თანხმობა) სესხის აღებაზე და მოზიდული ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. შესაბამისად, მოკლევადიან სესხთან დაკავშირებით დირექტორის კანონშეუსაბამო ქმედება შეიცავს ინტერსთა კონფლიქტის ნიშნებს და სამინისტროს მხრიდან კონტროლის სისუსტის პირობებში წარმოადგენს არახელსაყრელი ქმედებით საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს.

ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და პირველადი ჩანაწერების წარმოება 

შეუსაბამობები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებსა და დამფუძნებლისთვის წარდგენილ ფინანსური ანგარიშგების ნაშთებს შორის 
იჯარით გაცემულ აქტივებზე ხელშეკრულებით დარიცხული მოთხოვნების და გადახდების პირველადი დოკუმენტების მიხედვით, ფაქტობრივად გაანგარიშებული დავალიანებების ნაშთები არ ემთხვეოდა დამფუძნებლისთვის წარდგენილ ფინანსურანგარიშგებაში ფაქტობრივად აღიარებულ მოთხოვნებს. დამფუძნებლისთვის წარმოდგენილ ბალანსში სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა, თუმცა მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ფულის მოძრაობის ტესტირების და პირველადი დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ ფაქტობრივად დაფიქსირდა შესაბამისი ნაშთები.

შეუსაბამობები ნაღდი ფულის აღრიცხვაში
სალაროს წიგნი არ იყო დამუშავებელი, გასავლის და შემოსავლის ორდერებზე არ  ფიქსირდებოდა დირექტორის ხელმოწერები, სალაროს წიგნის ფურცლების ყუაში ნაშთები წარმოდგენილიარყოფილა. სხვადასხვა პერიოდისთვის გამოყვანილი სალაროს ნაშთები არ ემთხვეოდა შესაბამისიპერიოდისთვისასლგადამღებიფურცლითშესავსებსალაროსწიგნის გვერდებს. სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან მიღებული მონაცემების, საზოგადოების სალარო აპარატის ჩეკებით მიღებული შემოსავლების შედარებით, სალაროს წიგნში ასახულ შემოსავლებს შორის გამოვლინდა სხვაობები.

შეუსაბამობები იჯარის აღრიცხვაში
დადგინდა, რომ საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერებში სრულად არ იყო აღრიცხული მოიჯარეების მიერ გადახდილი იჯარის ქირისა და კომუნალური გადასახადის თანხები.

შეუსაბამობები საწვავის ხარჯების აღრიცხვაში
სამინისტრომ საზოგადოების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანისათვის განსაზღვრა ყოველთვიური მომსახურების ხარჯი, თუმცა სალაროდან საწვავის შესაძენად გაცემულთან ხებზე საქონლის ან მომსახურების შეძენა არ დასტურდება, ხოლო შეძენილი საწვავის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საბუღალტრო ჩანაწერებში არ მოიპოვება. შესაბამისად, საზოგადოების ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისა და დამფუძნებლის მხრიდან არასათანადო კონტროლის პირობებში, ფინანსური ანგარიშგების წარდეგნისა და საბუღალტრო აღრიცხვისას გამოვლენილი სერიოზული დარღვევანაკლოვანებები წარმოქნის საწარმოს შემოსვალების არამიზნობრივად და არაეფექტიანად ხარჯვის მნიშვნელოვან რისკებს.

სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის ისეთი სისტემები (მექანიზმები),რომლებიც უზრუნველყოფს:

100%-ით დაფუძნებულ საწარმოთა ბიზნესპროცესების კანონშესაბამისობასა და მართლზომიერებას, აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარდგენასა და ანგარიშვალდებულებას; ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის პროცესებზე, ამოღებული თანხების აღრიცხვასა და განკარგვის კანონშესაბამისობას; სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების მართლზომიერად და ეფექტიანად გამოყენებას. 

სამინისტრომ განიხილოს იმ პირთა პასუხიმგებლობის საკითხი, რომელთა არაჯეროვანი დამოკიდებულებით დაფიქსირდა: 

გადაცემული მოძრავი ქონების ბიზნესპროექტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გამოყენების ნაცვლად საჯარო ელექტრონულ აუქციონზე რეალიზაცია და ამოღებული თანხების (არამიზნობრივად) მიმდინარე ხარჯების და საფარავად მიმართვა;
საზოგადოების სარგებლობაში მიღებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი და მასზედამაგრებული შენობა-ნაგებობები) არამართებულად, არამიზნობრივად, არაეფექტიანად განკარგვა და საბაზრო ღირებულების შესაბამისად სარგებლობაში გადაცემის საფასურის ბიუჯეტში გადაუხდელობის ფაქტები