აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი, აუდიტის შედეგად გამოვლინდა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის 6 თვის კონსოლიდირებული დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 4 119.5 ათას ლარს, საკასო შესრულებამ შეადგინა 3 718.1 ათასი ლარი (რაც დაზუსტებული ბიუჯეტის 90,2 %-ია), მათ შორის, 6 თვის ხარჯების დაზუსტებული გეგმა შეადგენს 3 912.3 ათას ლარს, საკასო ხარჯი - 3 669.2 ათას ლარს (გეგმა შესრულდა 93,7%-ით), არაფინანსური აქტივების დაზუსტებული გეგმა შეადგენს - 200.6 ათას ლარს, საკასო შესრულება - 42.2 ათას ლარს (გეგმა შესრულდა 21,7%-ით). ვალდებულებების კლების დაზუსტებული გეგმა და გაწეული საკასო ხარჯები შეადგენს 6.6 ათას ლარს (გეგმა შესრულდა 100%-ით). დაზუსტებული გეგმის შეუსრულებლობა ძირითადად განპირობებულია „არაფინანსური აქტივების“ მუხლით - 158.3 ათასი ლარისა (ბიუჯეტი შესრულდა 21,1%-ით) და „საქონელი და მომსახურების“ მუხლით - 5.9 ათასი ლარის (ბიუჯეტი შესრულდა 74,6%-ით) აუთვისებლობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის 6 თვის დაზუსტებული ბიუჯეტი მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების ჩათვლით, შეადგენდა 3 207.5 ათას ლარს, საკასო ხარჯებმა შეადგინა 2 988.1 ათასი ლარი, რაც დაზუსტებული ბიუჯეტის 93,15 %-ია.
სამინისტროს აპარატის 2014 წლის 6 თვის საკასო ხარჯების გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ირკვევა, რომ საკასო შესრულება გაზრდილია 1 057.3 ათასი ლარით. მათ შორის, „შრომის ანაზღაურება“ - 46.493 ათასი ლარით, „სხვა ხარჯები“ – 1 054.2 ათასი ლარით, „ვალდებულების კლება“ – 3.1 ათასი ლარით. აღნიშნული ზრდის პირობებში სხვა მუხლებში საკასო შესრულება შემცირებულია 28.11 ათასი ლარით, მათ შორის, „საქონელი და მომსახურება“ – 20.01 ათასი ლარით, „სოციალური უზრუნველყოფა“ – 1.2 ათასი ლარით, არაფინანსური აქტივები - 6.9 ათასი ლარით.