სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის.
ჩვენი აზრით, აბზაცში - „პირობითი მოსაზრების საფუძველი“ აღწერილი საკითხების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე შესაძლო გავლენის გარდა, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას 2019 წლის 31 დეკემბრისთვის, ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.