დღეს, 22 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ მიმდინარე წლის 13 მაისს მომხდარი ინციდენტის მოტივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა უწყების აუდიტორულ საქმიანობას, კერძოდ, „2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს“ უკავშირდება.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა 2017 წლის 17 მაისის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებული შუალედური ინფორმაცია, სადაც აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე ყოფილი მთავარი პროკურორის სახელი ფიგურირებს.
იხ. პრეზენტაცია და შუალედური ინფორმაცია
იხ. ვიდეო
იხ. ინტერნეტ გამოცემების მიმოხილვა:

