სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ტრენინგი - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 05 ივნისი, 2017

კურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესწავლას და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას აღნიშნული მიმართულებით.

ტრენინგში მონაწილეები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში არსებულ რისკებ-თან დაკავშირებით.

ტრენინგ-კურსში წარმოდგენილი იქნება რისკების იდენტიფიცირების თანამედროვე მიდგომები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;

ტრენინგ-კურსი ითვალისწინებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენას, პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას და ა.შ.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია შიდა აუდიტორებისათვისა და საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისათვის.

პროგრამის აღწერა:

  • სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი პრინციპები;
  • ელექტრონული შესყიდვების მონიტორინგის მიზანი;
  • ინფორმაციის მოპოვების საშულებებიდა რისკების ინდეტიფიცირება;
  • მაღალფასიანი შესყიდვების შერჩევა, როგორც მაღალი რისკის მატარებელი შესყიდვები;
  • სატენდერო პროცედურების შეწყვეტა;
  • ხელოვნურად ჩაშლილი ტენდერები;
  • დისკვალიფიკაციის უფლების ბოროტად გამოყენება;
  • არაკონკურენტულ გარემოში განხორციელებული ტენდერები;
  • გარიგება კომპანიებს შორის;
  • დაკავშირებული მხარეები;
  • გამარტივებული შესყიდვების რისკი შესყიდვების განხორციელებისას;
  • ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების რისკი;
  • მონიტორინგის შეგედების ანგარიშგება.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 3 ივლისიდან - 28 ივლისის ჩათვლით, 2017 წელი

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.

ტრენერები: ზურაბ მაისურაძე

კურსის ღირებულება: 280 ლარი

საბანკორეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება_ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი_ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი_707727122 

რეგისტრაციის თარიღებია: 2017 წლის 1 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად გადმოაგზავნეთ პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი) და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლიშემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge  

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი