სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 26 ოქტომბერი, 2016
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა "კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება"
პერიოდი: 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამის -,,კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების“ შესაბამისობის აუდიტი, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქციის სამუშაოებთან დაკავშირებით,  შესრულებული სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაზე, ექსპერტიზის დასკვნების სრულყოფილად წარმოდგენის გარეშეა გადახდილი 4 975 651 ლარი;
  • ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქციის სამუშაოებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ სათანადო რწმუნება ფარული სამუშაოების ფატობრივად შესრულებასა და საბიუჯეტო სახსრების მიზანშედეგობრივად ხარჯვის მდგომარეობაზე;
  • სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, სატენდერო კომისიის მიერ საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის შედეგად, გამარჯვებულად დასახელდა პრეტენდენტი, რომლის წარმოდგენილი ფასი 343 427 ლარით მეტია უმცირესი ფასის მქონე დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასზე;
  • სასმელი წყლის აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანების, წყალმზომების დაყენების სამუშაოების შესყიდვის სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული პირობები, შესყიდვაში მონაწილე პირებთან არაერთგვაროვანი მიდგომითაა განხილული და შეფასებული;
  • ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის’’ მიერ, ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე, გადახდილია მიმწოდებელზე              1 002 532 ლარი;
  • ა(ა)იპ  ,,ბათუმის კორპუსის“ მიერ  96 688 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალების ჩამოწერა განხორციელდა სამშენებლო სფეროში მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ.  

გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა აუდიტის ანგარიში და გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.