აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის - „კულტურის განვითარების ხელშეწყობა“, 2015 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- ბათუმის კულტურის ცენტრსა და შპს „თბილისის ივენთ ჰოლს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების პირობების გაუთვალისწინებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ზედმეტად არის გადახდილი 29 177 ლარი;
- ბათუმის ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, ღონისძიებების ჩატარების დროს, დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად არის გაწეული 19 200 ლარის ხარჯი;
- ბათუმის კულტურის ცენტრის დროებით სარგებლობაში მყოფ, ბათუმის კორტების ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ღია ბარები (კაფეები) და განთავსებული იყო სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული საქმიანობით ბათუმის კულტურის ცენტრს შემოსავლები არ მიუღია;
- „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“-ის პროექტის ფარგლებში, ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ბაზრის კვლევის გარეშე, გაფორმებულია 2 641 321 ლარის ღირებულების 55 ერთეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
- ბათუმის კულტურის ცენტრმა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გაუთვალისწინებლად, დაკისრებული ჯარიმის თანხის ოდენობა - 6 499 ლარი, არ მიმართა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომედაციები.