სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 11 იანვარი, 2017
ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ფინანსური აუდიტი
პერიოდი: 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ფინანსური აუდიტი, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  •  ქედის მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, 2015 წელს მუნიციპალიტეტს შეძენილი აქვს 253 6715 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები, რომელთა ღირებულებაშიც არ არის გათვალსიწინებული 56 532 ლარის  საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება. ამასთან, ბალანსში არ არის აღრიცხული მიწის ის ნაკვეთები, რომელზედაც დამაგრებულია გამგეობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები;
  • ქედის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების  მიერ ბალანსზე რიცხულ 18 480 ლარის ღირებულების ძირითად აქტივებზე არ არის დარიცხული  2 623 ლარის ცვეთა. მათ შორის ა(ა)იპ „ქედის სახელოვნებო სკოლის“ მიერ -1334 ლარი და ა(ა)იპ „ქედის ისტორიული მუზეუმის“ მიერ  – 1289 ლარი;
  • ა(ა)იპ „ქედის სასპორტო სკოლის“ 2015 წლის წმინდა ღირებულების შესახებ ბალანსის დანართ ფორმა N3-ში, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების სახით ფიქსირდება 132 871 ლარი, მაშინ როცა, სახაზინო სამსახურის მონაცემებით, ბიუჯეტიდან გაცემულია 117 245 ლარი, ანუ 15 626 ლარით ნაკლები;
  • ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან,  ხარჯების მუხლით გამოყოფილი  971045 ლარიდან, მოქმედი რეგულაციების დაუცველად 6920 ლარი გახარჯულია არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურირეგლამენტის ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული,  ფაქტობრივი დანახარჯების წარმოუდგენლობის პირობებში,   2015 წელს  მიმწოდებელზე, 15 შემთხვევაში გადახდილია 241 712   ლარი;
  •  ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე გასაცემი სუბსიდიის გაანგარიშება არ განხორციელებულა.  არ არის დასაბუთებული, მიღებული სუბსიდიით რა სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, რა პერიოდულობითა და მოცულობით. ამასთან, მუნიციპალიტეტს შპს-ებისათვის არ მოუთხოვია ინფორმაცია მიღებული სუბსიდიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრამების შესრულების შესახებ.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.