მოსაზრება
პირობითი მოსაზრება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ფინანსური აუდიტი.
აუდიტორული მოსაზრება გაიცა აუდიტის ობიექტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების შემდეგ ფორმებზე:
- ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ;
- ბიუჯეტის ბალანსი;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში;
- ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება;
- ა(ა)იპ-ის და სსიპ-ის მიერ 2019 წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, გარდა „პირობითი მოსაზრების საფუძვლების“ საკითხების შესაძლო გავლენისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან:
− საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
− საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
− „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია“.