სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 10 იანვარი, 2017
შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ფინანსური ანგარიში
პერიოდი: 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბალანსის დანართ ფორმა N3-ში, დადგენილი წესის შეუსაბამოდ, 99 597 ლარით გაზრდილია წმინდა ღირებულების ნაშთი წლის დასაწყისისათვის. ასევე იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს შესაბამისი დანიშნულებით არ გაუწევია ხარჯი, აქციები და სხვა კაპიტალში დაფიქსირებული აქვს 1 001 93 ლარი;
  • მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების მიერ, 2015 წლის ბალანსების ფორმებში, აქტივების ღირებულება 153139 ლარით, ხოლო ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ბალანსში წმინდა ღირებულების ნაშთი წლის ბოლოსათვის 10828 ლარით  შემცირებულად არის წარმოდგენილი;
  • შუახევის მუნიციპალიტეტს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გაფორმებული აქვს 86 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 450566 ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს 450076 ლარის ანგარიშსწორება განხორციელებულია იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლების მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ, რითაც დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი“.  

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.