სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 11 ოქტომბერი, 2017
შუახევის მუნიციპალიტეტის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შუახევის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2016 წლის 31 მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და არასაცხოვრებელი ფართების საიჯარო ხელშეკრულებების შედეგად, მოიჯარეების მიერ გადასახდელმა დავალიანებამ შეადგინა 34,9 ათასი ლარი, რაც არ არის ასახული ორგანიზაციის ბალანსში.
  • 2016 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა თხოვების ხელშეკრულებით ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღის გაერთიანებას“ გადასცა მის საკუთრებაში არსებული, სოფელ სამოლეთში და სოფელ ჭვანაში მდებარე ბაგა-ბაღების შენობები და მიწის ნაკვეთები, რომელიც მუნიციპალიტეტს არ აქვს ასახული ბალანსში შესაბამისი ღირებულებით.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლისათვის, ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულების  ანაზღაურება, 3,8 ათასი ლარი, ნაცვლად სოციალური უზრუნველყოფის მუხლისა, გადახდილია თანამდებობრივი სარგოს მუხლიდან.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წელს სოფელ შუბანში და სოფელ ფურტიოში ბაგა-ბაღების მშენებლობისათვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა ერთი და იგივე კომპანია. ბაგა-ბაღების მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან შესაბამისად 6 თვე და 5 თვე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის მიმწოდებელს ჯამში მიეცა 24 თვიანი პერიოდი. მიუხედავად ამისა, მშენებლობა არ იქნა დასრულებული. ხელშეკრულებების თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ექსპერტის დასკვნის მოპოვებამდე შეეჩერებინა ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ოდენობით, რაც არ განუხორციელებია. ექსპერტიზის შედეგად დგინდება, რომ შუბნის ბაღის შემთხვევაში, რეალურად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებასთან მიმართებაში, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის 3,7 ათასი ლარით მეტია ანაზღაურებული.

            აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა აუდიტის ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც გაეგზავნა აუდიტის ობიექტს.